Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=557 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/557 0 ბრიზოლი - მარტივი, მაგრამ ძალიან დახვეწილი, როგორც ყოველი დღისთვის, ასევე სადღესასწაულო კერძი 2016-07-29 00:00:00 2016-07-29 00:00:00

ინგრდედიენტები:

საქონლის ფარში - 900 გ

მაიონეზი - 200 გ

მსხვილი პომიდორი - 2 ც.

ნიორი - 4 კბილი

კვერცხი - 10 ც.

მცენარეული ზეთი შესაწველად

ყველი

მარილი, პილპილი

მწვანილი

მომზადება:

ფარშს დაამატეთ მარილი, პილპილი და 1 კვერცხი.

კარგად აურიეთ. გაყავით ფარში ულუფებად 10-13 ცალ ბურთულებზე.

ცალკე პატარა ჯამში ან თეფშზე ათქვიფეთ 1 კვერცხი.

აიღეთ 2 ცალი საკვები პლიონკა, ერთზე დადეთ ფარშის ერთი ბურთულა, მეორე კი ზემოდან დააფარეთ.

დანით გააბრტყელეთ ფარში, მოაშორეთ ცელოფნის ზედა ფენა, გადააბრუნეთ კვერცხიან თეფშზე და მოაშორეთ ცელოფნის ბოლო ფენა.

ტაფაზე მოასხით ცოტაოდენი ზეთი და ფრთხილად დადეთ კვერცხიანი ფარში.

შეწვით ორივე მხრიდან.

გადაიღეთ თეფშზე და დადეთ კვერცხს ზემოდან.

წაუსვით ნივრიანი მაიონეზი, დააყარეთ გახეხილი ყველი და ნახევარ რგოლებად დაჭრილი პომიდორი.

დაახვიეთ რულეტად.

ასე გაიმეორეთ დანარჩენ ბურთულებთანაც.