Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=547 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/547 0 როგორ მოვამზადოთ ალუბლის ლიქიორი 2016-07-26 00:00:00 2016-07-26 00:00:00

ინგრედიენტები:

ალუბალი (უკურკო) – 2 კგ

შაქარი - 2 კგ

სპირტი - 0,5 ლ ან 1 ლ არაყი

მომზადება:

1. უკურკო ალუბალი მოათავსეთ 3-ლიტრიან ქილაში, დააყარეთ შაქარი, სპირტი ან არაყი და დანარჩენ სივრცეს დაამატეთ წყალი.

2. დახუფეთ რკინის თავსახურით და დადგით თბილ ადგილას 40 დღით. კვირაში ერთხელ შეანჯღრიეთ ქილა იმისათვის, რომ შაქარი გაიხსნას. 40 დღის შემდეგ ლიქიორი მზადაა, მაგრამ რაც უფრო დიდხანს დგას, მით უფრო რბილი გემო აქვს.

ალუბლის მაგივრად ასევე ძალიან უხდება მოცხარი და კვრინჩხი.