Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=545 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/545 0 ყაბაყის აჯიკა 2016-07-23 00:00:00 2016-07-23 00:00:00

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 500 გ

პომიდორი - 250 გ

სტაფილო - 80 გ

ნიორი - 1 თავი

ტომატის პასტა - 2 ს.კ.

მწარე წიწაკა - 1 ც.

მზესუმზირის ზეთი - 30 გ

შაქარი - 20-30 გ

მარილი - გემოვნებით

ძმარი - 15-20 მლ

მომზადება:

ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, სტაფილო დაჭერით ნაჭრებად. გაჭერით პომიდორი შუაზე ან ოთხად. ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ ყველა ბოსტნეული. აურიეთ მთელი მასა და დადგით საშუალო ცეცხლზე. როცა ადუღდება, პერიოდული მორევით, ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში.

მწარე წიწაკას მოაცილეთ ყუნწი. დაამატეთ ქვაბში შაქარი, მარილი, ტომატის პასტა, წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და ზეთი. აურიეთ და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი.

დაამატეთ ძმარი, რის შემდეგ აურიეთ აჯიკა, კიდევ ერთხელ წამოადუღეთ და გამორთეთ პლიტა.

გაანაწილეთ აჯიკა სტერილურ ქილებში და დახუფეთ.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.