Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=540 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/540 0 ორიგინალური სალათი „აფრიკა“ 2016-07-22 00:00:00 2016-07-22 00:00:00

ინგრდიენტები:

500 გ ქათმის ფილე

3 კივი

3 კვერცხი

1 ვაშლი

150 გ ყველი

100 გ სტაფილო

მაიონეზი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ფილე მოხარშეთ და წვრილად დაჭერით, დაამატეთ მარილი და პილპილი. დადეთ ერთ ფენად და მოასხით მაიონეზი.

კივი დაჭერით მსხვილ ნახევარ რგოლებად და მოათავსეთ ქათამზე მეორე ფენად.

კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გააცალკავეთ ცილა და გახეხეთ სახეხზე. გააკეთეთ მესამე ფენა გახეხილი კვერცხის ცილებისგან. მოასხით მაიონეზი.

ვაშლი გახეხეთ და ის შეადგენს მეოთხე ფენას.

მეხუთე ფენა - გახეხილი ყველი, ზემოდან მაიონეზი.

შემდეგი ფენა - გახეხილი სტაფილო და მაიონეზი.

გახეხეთ დარჩენილი კვერცხის გულები და მოაყარეთ ზემოდან.