Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=535 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/535 0 ბადრიჯნის სალათი 2016-07-21 00:00:00 2016-07-21 00:00:00

ინგრედიენტები:

2-3 ბადრიჯანი

1 კარტოფილი

1 ბულგარული წიწაკა

2 კბილი ნიორი

1 კონა მწვანე ხახვი

1 კონა კამა

მწიკვი მარილი

მწიკვი შავი პილპილი

მომზადება:

ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად, დააყარეთ მარილი. ყოველი რგოლი ცალ-ცალკე შეწვით მცენარეულ ზეთზე. გადაიღეთ შემწვარი ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. დატოვეთ გასაციებლად.

კარტოფილი დაჭერით წვრილ ჩხირებად და შეწვით. ბულგარული წიწაკაც დაჭერით წვრილ ჩხირებად.

როცა ბადრიჯანი გაცივდება, ისიც დაჭერით ზოლებად. დაჭერით ხახვი, ნიორი და მწვანილი.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ზეთი და კარგად აურიეთ. სალათი მზადაა!