Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=525 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/525 0 ხორცი ფრანგულად - ყველაზე სწრაფი რეცეპტი 2016-07-17 11:00:00 2016-07-17 11:00:00

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 1 კგ

ხახვი - 3 ც.

პომიდორი - 3 ც.

ყველი - 350 გ

პილპილი, მარილი

მაიონეზი

მომზადება:

ხორცი კარგად დატკეპნეთ. ყოველი მხრიდან დააყარეთ პილპილი და მარილი და დააწყეთ ღუმელის ტაფაზე.

შემდეგ რგოლებად დაჭერით პომიდორი და რამდენიმე ნაჭერი დაადეთ ხორცს.

დაჭერით რგოლებად ხახვი და ასევე დაადეთ ხორცს.

ყველაფერს მოასხით მაიონეზი. გახეხეთ მსხვილ სახეხზე ყველი და დააყარეთ მაიონეზს.

შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.