ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 1 კგ
ლიმონი - 1 ც.
სოდა - 1 ჩ.კ.
სახამებელი - 1 ჩ.კ.
ფქვილი ამოსავლებად
მარილი
მომზადება:
დაჭერით ქათმის ფილე საშუალო ნაჭრებად, დააყარეთ მარილი და სოდა. შემდეგ დანამეთ ლიმონის წვენით და დაამატეთ სახამებელი. კარგად აურიეთ. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ყოველი ნაჭერი ამოავლეთ ფქვილში. შეწვით მცენარეულ ზეთში. შეწვის დროს ხორცის ნაჭრები იბერება და გამოდის ძალიან ჰაეროვანი და ნაზი.