Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=501 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/501 0 ბოსტნეული პროვანსულად 2016-07-07 00:00:00 2016-07-07 00:00:00

ინგრედიენტები:

ყაბაყი (ან ბადრიჯანი )- 1 ც.

პომიდორი - 4 ც.

მაგარი ყველი - 80 გ

ნიორი - 4 კბილი

რეჰანი - 2 ღერო

მარილი და სანელებლები გემოვნებით

ზეითუნის ზეთი - 0,5 ჭიქა

მომზადება:

1. პომიდორი და ყაბაყი (ბადრიჯანი) გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად.

2. ყველი დაჭერით ნაჭრებად. შეანაცვლეთ ერთმანეთს ყაბაყი, პომიდორი, ყველი და ფირფიტებად დაჭრილი ნიორი.

3. ჭურჭელს წინასწარ უნდა წაუსვათ მცენარეული ზეთი.

4. მოამზადეთ მოსასხმელი: აურიეთ ერთმანეთში ზეთი, მარილი, წიწაკა, რეჰანი, ნიორი. ეს ნარევი მოასხით ყაბაყს და შებრაწეთ ღუმელში მზადყოფნამდე.

5. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთით შედგით ღუმელში. გამზადებულ კერძს მოაყარეთ მწვანილი.