ინგრედიენტები:
მწყერის კვერცხი - 10 ც.
პომიდორი ჩერი - 10 ც.
ქამა სოკო - 300 გ
მწვანე ხახვი - 1 კონა
სალათის ფურცლები - 250 გ
კამა და ოხრახუში - რამდენიმე ღერო
მცენარეული ზეთი შესაწვავად - 2 ს.კ.
შესაკაზმად:
მაიონეზი - 100 გ
ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
სანელებლები - 0,5 ჩ.კ.
მომზადება:
მწყერის კვერცხები მოხარშეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში, გააციეთ და გაფცქვენით. ქამა სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად, შეწვით და შემდეგ გააციეთ.
პომიდორი ჩერი და კვერცხი გაჭერით შუაზე. ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით. სალათის ფურცლები ხელებით დაგლიჯეთ.
სალათის შესაკაზმად, აურიეთ ერთმანეთში მაიონეზი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და სანელებლები.
ყველა ინგრედიენტი აურიეთ დიდ სასალათეში და მოასხით შესაკაზმი სოუსი.