Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=477 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/477 0 ფრანგული კლაფუტი - ყველაზე სწრაფი და უგემრიელესი ალუბლის ღვეზელი 2016-06-28 00:00:00 2016-06-28 00:00:00

ინგრედიენტები:

ალუბალი - 500 გ

ფქვილი - 100 გ

გამდნარი კარაქი - 30 გ

რძე - 250 მლ

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 100 გ

ვანილი - 12 გ

მწიკვი მარილი

მომზადება:

ალუბალს გამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ ცხიმით მოსმულ ცეცხლგამძლე ფორმაში.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და კარგად ათქვიფეთ. მიღებული ცომით დაფარეთ ალუბალი და შედგით180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. გამოაცხეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

სურვილისამებრ ალუბალი შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ნებისმიერი კენკრით ან გარგარით.