Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=472 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/472 0 მსუბუქი, დაბალკალორიული ყაბაყის სუპი-პიურე 2016-06-26 00:00:00 2016-06-26 00:00:00

ინგრედიენტები:

ყაბაყი- 4 ც.

კარტოფილი - 2 ც.

ქათმის ბულიონი - 1 ლ

ნაღები - 200 მლ

ნიორი - 1 კბილი

ხახვი - 1 ც.

სტაფილო - 2 ც.

მარილი, პილპილი გემოვნებით

მწარე წიწაკა გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

ყაბაყი და კარტოფილი დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ.

მცენარეულ ზეთზე მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაამატეთ ყაბაყი, კარტოფილი და სტაფილო. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

ყველაფერი გადაიღეთ ქვაბში და დაასხით ბულიონი, დააყარეთ მარილი და პილპილი. მოხარშეთ ბოსტნეული მზადყოფნამდე.

შემდეგ ბულიონი გადაასხით ფინჯანში, ქვაბში კი დაამატეთ ცხელი ნაღები. ბოსტნეული დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. სუპი მიიყვანეთ დუღილამდე. სისქე არეგულირეთ ბულიონის დამატებით.

სუპში დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და წიწაკა (სურვილისამებრ).