Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=468 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/468 0 შოკოლადის ღვეზელი 20 წუთში - მარტივი და გემრიელი 2016-06-25 00:00:00 2016-06-25 00:00:00

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომი

შოკოლადის ფილა

1 კვერცხი

დატეხილი თხილი

მომზადება:

გაფინეთ მაგიდაზე საცხობი ქაღალდი და ზედ დადეთ ფენოვანი ცომი. გააბრტყელეთ, მოათავსეთ შოკოლადის ფილა ცომის შუა გულში, როგორც ნაჩვენებია სურათზე.

შემდეგ ცომზე გააკეთეთ დაახლოებით 2 სმ-ნი ჩანაჭერები. დაიწყეთ შოკოლადის ფილიდან ცომის ნაპირებისკენ ირიბი ჩანაჭერებით.

გააკეთეთ ასეთივე ჩანაჭერები მეორე მხარეს.

შემდეგ დაიწყეთ მიღებული ცომის ჩაჭრილი ნაწილების ჯვარედინად დაწყობა შოკოლადის ფილაზე, თითქოს აკეთებთ „ნაწნავს“.

სურათზე შეგიძლიათ დაინახოთ საბოლოო შედეგი. დარჩენილი ცომით საგულდაგულოდ დახურეთ ორივე მხრიდან ღვეზელის ბოლოები.

ზემოდან თანაბრად წაუსვით კვერცხი.

შემდეგ დააყარეთ დატეხილი თხილი, თუ, რა თქმა უნდა, ასე მოგწონთ. შემდეგ მოათავსეთ ღვეზელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში. თქვენი შედევრი მზად არის!