Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=466 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/466 0 უგემრიელესი ხორცის რულეტები ნაღებიანი კარტოფილით 2016-06-24 00:00:00 2016-06-24 00:00:00

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი - 500 გ

ნაღები - 200 გ მოსასხავად

კარტოფილი - 7 ც. საშუალო ზომის

ნიორი - 2 კბილი

კამა და კარაქი - გემოვნებით

მომზადება:

1. ხორცი დაჭერით ულუფების ნაჭრებად, დატკეპნეთ და ამოავლეთ ნარევში (მარილი, შავი პილპილი, ნიორი). დაახვიეთ რულეტებად.

2. ფორმას წაუსვით ცხიმი და დააწყეთ ხორცის რულეტები. რულეტებს შორის დააწყეთ კარტოფილი, რომელიც უნდა დაჭრათ თხელ რგოლებად, დააყარეთ მარილი.

3. შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

4. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით ნაღები, დააყარეთ მარილი და ისევ შედგით შესაბრაწად (კიდევ 30-40 წუთი, გააჩნია ღუმელს).

5. აურიეთ ერთმანეთში 2 ს.კ. დარბილებული კარაქი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი კამა.

6. სუფრაზე მიტანამდე მოასხით კარაქის, ნივრისა და კამის ნარევი.