Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=465 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/465 0 ცივი წესით მომზადებული უგემრიელესი ნიორის მწნილი 2016-06-23 00:00:00 2016-06-23 00:00:00

ინგრედიენტები:
ნიორი - 1 კგ
წყალი - 600 მლ
შაქარი - 4 ს.კ.
შავი წიწაკა ბურთულებში - 7 ც.
მიხაკი - 10 ც.
ძმარი - 3 ს.კ.
მარილი - 2 ს.კ.

მომზადება:
ნიორს მოაშორეთ ზედა ფურცლები. შეგიძლიათ გაყოთ კბილებზე, შეგიძლიათ დატოვოთ მთლიანი თავები.


ქვაბში დაამატეთ წყალი, შაქარი, მარილი, მიხაკი, შავი წიწაკა და აადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და დაამატეთ ძმარი.

ნახევარლიტრიან სუფთა ქილაში ჩააწყეთ ფენებად ნიორის თავები და ბოლომდე დაასხით მარინადი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას (მაცივარში არა). ორ თვეში ნიორის მწნილი მზად იქნება.