ინგრედიენტები:
რძე - 1 ჭიქა
მშრალი საფუარი - 1 ჩ.კ.
შაქარი - 1 ს.კ.
მარილი - მწიკვი
კვერცხი -3 ც.
გამდნარი კარაქი - 50 გ
ფქვილი
შაქრის პუდრი გემოვნებით
მომზადება:
1 ჭიქა თბილ რძეში გახსენით საფუარი და დატოვეთ 10 წუთით. ამასობაში აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გულები, შაქარი და მარილი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და საფუარიანი რძე. ჩააყარეთ 14 ს.კ. ფქვილი, აურიეთ და დატოვეთ ნახევარი საათით. მოზილეთ რბილი ცომი. გააბრტყელეთ. გამოჭერით ფუნთუშები და შეწვით ძალიან ცხელ ზეთში. ბოლოს დააყარეთ შაქრის პუდრი.