Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=460 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/460 0 ხაჭოს მობრაწულა თეთრი შოკოლადით 2016-06-22 00:00:00 2016-06-22 00:00:00

ინგრედიენტები:

ნებისმიერი ცხიმიანობის ხაჭო - 250 გ

რძე - 100 მლ

მანანის ბურღული - 2 ს.კ.

შაქარი - 2 ს.კ.

თეთრი შოკოლადი - 30-50 გ

მომზადება:

ხაჭო, რძე, მანანის ბურღული, შაქარი აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვან კონსისტენციამდე. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ სათქვეფით. შოკოლადი დაჭერით კუბიკებად და დაამატეთ ხაჭოს მასას.

ფორმას წაუსვით კარაქი და მოფინეთ ხაჭოს მასა. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი. გამზადებული მობრაწულა მიიტანეთ არაჟნით ან ნაღებით.