Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=450 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/450 0 ქათამი მომჟავო-მოტკბილო სოუსში ჩინურად 2016-06-17 00:00:00 2016-06-17 00:00:00

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 500 გ

ვაშლის ძმარი - 6 ს.კ.

ყავისფერი შაქარი - 5 ჩ.კ.

ტომატის პასტა - 2 ს.კ.

სოიოს სოუსი - 10 ს.კ.

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც.

დაკონსერვებული ანანასი ნაჭრებად - 1 ჭიქა

მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით სოიოს სოუსი, დაუმატეთ ტომატის პასტა, შაქარი და ვაშლის ძმარი.

დაჭერით წვრილ გრძელ ნაჭრებად წითელი ბულგარული წიწაკა და ანანასი.

აურიეთ და დატოვეთ ნახევარი ან ერთი საათით დასამარინადებლად.

მაგრად გააცხელეთ ტაფა და ძლიერ ცეცხლზე შეწვით ქათამი სოუსთან ერთად 10-15 წუთის განმავლობაში.