Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-16 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=446 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/446 0 ბლინების ტორტი „ყაყაჩო“ 2016-06-17 00:00:00 2016-06-17 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 50 გ

მარილი - ¼ ჩ.კ.

რძე - 700 მლ

ფქვილი - 300 გ

მცენარეული ზეთი - 50 მლ

კრემისთვის:

რძე - 400 მლ

შაქარი - 4 ს.კ.

ფქვილი - 2 ს.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

კვერცხის გული - 3 ც.

ყაყაჩო - 2 ს.კ.

მომზადება:

მოამზადეთ ცომი ბლინებისთვის: აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, შაქარი, მარილი.

შემდეგ დაამატეთ რძე და აურიეთ სათქვეფით.

თანდათან დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ, რომ არ იყოს კოშტები.

დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ისევ აურიეთ, გამოაცხეთ ბლინები და შემდეგ გააციეთ.

ახლა მოამზადეთ კრემი: აურიეთ ერთმანეთში რძე, შაქარი ფქვილი და კვერცხის გულები. დაუმატეთ კარაქი და დადგით ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. როგორც კი კრემი შესქელდება, გადმოდგით გაზქურიდან და დაამატეთ ყაყაჩო.

ყველაფერი უნდა კარგად აურიოთ. კრემი გააციეთ. თითოეულ ბლინს წაუსვით კრემი და დააწყეთ ერთმანეთზე. შემდეგ ტორტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.