Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=440 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/440 0 გარგარის ღვეზელი, რომლის გამოცხობაც 30 წუთში შეგიძლიათ 2016-06-14 00:00:00 2016-06-14 00:00:00

ინგრედიენტები:

ხაჭო 5% 250 გ

რაფინირებული მცენარეული ზეთი 9 ს.კ.

კვერცხი 2 ც.

შაქარი 110 გ

მარილი 1 ჩ.კ.

სოდა 10 გ

ფქვილი 300 გ

შიგთავსისთვის:

გარგარი 30 ც.

მდნარი ყველი 150 გ

შაქარი 5 ს.კ.

მომზადება:

გარგარი გარეცხეთ და გამოაცალეთ კურკა. კრემ-ჩიზი, მდნარი ყველი და 2 ს.კ. შაქარი აურიეთ ჯამში.

ხაჭო, მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი + 1 კვერცხის გული, შაქარი, მარილი აურიეთ ერთ ჯამში და ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვან მდგომარეობამდე.

ფქვილი გაცერით სოდასთან ერთად და მოზილეთ რბილი ცომი.

გაყავით ცომი ორ ან სამ ნაწილად.

ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, ყველაზე კარგად ცომი ბრტყელდება სილიკონის დაფაზე.

არ მისული ცომის ნაპირებამდე, წაუსვით კრემ-ჩიზისა და მდნარი ყველის ნარევი, ზემოდან დააწყეთ გარგარის ნახევრები და დააყარეთ შაქარი.

ცომის ნაპირები შეახვიეთ. ნახვევების ზედაპირზე წაუსვით დარჩენილი ცილა და დააყარეთ შაქარი. ასეთი წესით გააკეთეთ დანარჩენი ღვეზელი.

ღვეზელი გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი.