Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=431 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/431 0 როგორ მოვამზადოთ პომიდორის ჩირი 2016-06-13 00:00:00 2016-06-13 00:00:00

საჭირო მასალა:

პომიდორი - 1 კგ

ზეთი -150 მლ

მარილი - 1 ჩ.კ.

ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი - გემოვნებით


ომზადება:

ჩირისათვის სპეციალურად შეარჩიეთ ისეთი ჯიშის პატარა პომიდვრები, რომელსაც ცოტა წვენი და თესლი აქვს.

გარეცხეთ პომიდვრები, გაჭერით შუაზე და და გააშრეთ 1 საათის განმავლობაში. ზევიდან მოაყარეთ სუნელები. დაალაგეთ სპეციალურ საცხობ პოდნოსზე და შედგით 100 გრადუსზე ღუმელში 5 საათის განმავლობაში.

შემდეგ გამორთეთ და დატოვეთ ღუმელში სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შემდეგ ჩაალაგეთ ქილაში, დაასხით ზეითუნის ზეთი, დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. ქილაში დაუმატეთ 2 კბილი ნიორი.

ასეთი მომზადებული პომიდორი, შეგიძლიათ რამდენიმე თვეც შეინახოთ.