ინგრედიენტები:
500 გ ქამა სოკო
150 გ ყველი
1 ქილა ტკბილი სიმინდი
1 დიდი ხახვი
მაიონეზი
მომზადება:
ხახვი დაჭერით და მოშუშეთ მცენარეულ ზეთში. როცა ხახვი გაოქროსფერდება, დაამატეთ თხელ ფირფიტებად დაჭრილი ქამა სოკო. შეწვით მზადყოფნამდე 5-10 წუთის განმავლობაში.
თბილ სოკოს დაამატეთ გახეხილი ყველი. სოკო იმიტომ უნდა იყოს თბილი, რომ ყველი კარგად გადნეს.
დაამატეთ სიმინდი და მაიონეზი, კარგად აურიეთ და მიიტანეთ სუფრასთან.