Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=423 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/423 0 ნამცხვარი-კვერები ტაფაზე 2016-06-07 00:00:00 2016-06-07 00:00:00


ინგრედიენტები:

ფქვილი - 250 გ

კარაქი - 120 გ

რძე - 1 ს.კ.

შაქარი - 100 გ

კვერცხი - 1 ც.

დაფქული დარიჩინი - 2/3 ჩ.კ.

ქიშმიში - ¼ ჭიქა

სოდა - 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი - შეწვისთვის


მომზადება:


ფქვილი გაცერით ღრმა ჯამში, დაუმატეთ სოდა, მარილი, შაქარი, კარაქი და გასრისეთ ხელებით ნამცეცებამდე.

ცომში დაამატეთ რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხი, მოზილეთ ცომი, დაამატეთ ქიშმიში. ისევ მოზილეთ ცომი ხელებით, შეახვიეთ პოლიეთილენში და შედგით ცოტა ხნით მაცივარში.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გააკეთეთ მისგან ძეხვის ფორმა და დაჭერით ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ ხორცის სატკეპნით და შეწვით ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეთში ორივე მხრიდან.

ნამცხვარი უნდა შეწვათ საშუალო ცეცხლზე. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქარი, გააციეთ და გემრიელად მიირთვით!