Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=412 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/412 0 შემწვარი ღვიძლი ტომატის სოუსში 2016-05-24 00:00:00 2016-05-24 00:00:00


ინგრედიენტები:


500 გ ღვიძლი

250 გ ტომატის წვენი

30 გ ოხრახუში

3 ს.კ. მცენარეული ზეთი

1-1 ს.კ.დაჭრილი ხახვი და ლიმონის წვენი

პილპილი

მარილი


მომზადება:


ღვიძლი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით 5 სმ სიგრძისა და 1 სმ სიგანის ნაჭრებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაალაგეთ ღვიძლი, ოხრახუში, დაასხით ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და შეწვით.

როცა ღვიძლი თითქმის უკვე მზად იქნება, დაუმატეთ ხახვი და ტომატის წვენი, აურიეთ და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე კიდევ 20 წუთი.

დაუმატეთ პილპილი და მარილი, დაჭრილი ხახვი.