Gurmania.ge Gurmania.ge 2021-12-08 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=403 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/403 0 ჩიხირთმა - წვნიანების მეფე 2016-05-16 00:00:00 2016-05-16 00:00:00

საჭირო მასალა:

ქათამი - 1 ცალი

კვერცხი - 5 ცალი

ხახვი - 4 თავი

ქინძი - 1 კონა

პურის ფქვილი - 2 სადილის კოვზი

ძმარი და მარილი - გემოვნებით


მომზადება:

მოხარშეთ ქათამი, ამოიღეთ ბულიონიდან და მოაყარეთ მარილი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ბულიონის ცხიმში. დაუმატეთ პურის ფქვილი და შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ ქათმის ბულიონი და წამოადუღეთ. არ დაგავიწყდეთ ხშირად მორევა.

ცალკე, კარგად გათქვეფილი კვერცხი ნელ-ნელა დაუმატეთ და მუდმივად ურიეთ, რომ არ აგეჭრათ. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი.

წამოდუღების შემდეგ ჩიხირთმა მზად არის. მიირთვით ქათმის ხორცთან ერთად.