საჭირო მასალა:
ცომის მოსაზელად:
პურის ფქვილი - 3 ჭიქა
მაწონი - 250 მლ.
კვერცხი - 2 ც.
სოდა - ½ ჩ/კ.
ცოტაოდენი მარილი
შიგთავსი:
კარტოფილი 100–150 გრ.ყველი (სასურველია ოსური) 400გრ.კვერცხი 2ც.ერბო 1 ს/კ.მარილი -
გემოვნებით.
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად. მაწონში გახსენით სოდა და ურიეთ აქაფებამდე, შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი.
გააკეთეთ მრგვალი გუნდები, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 40 წუთი. მზა ცომი გაყავით ოთხ ნაწილად, თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ მრგვალად, ცომის ცენტრში მოათავსეთ მზა შიგთავსი და შეახვიეთ ისე რომ შიგთავსი ჩანდეს.
გადაიტანეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ხაბიზგინებს წავუსვათ ერბო.
შიგთავსი:
მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, გავაკეთოთ პიურე, დაუამატეთ გახეხილი ყველი, ათქვეფილი კვერცხი, ერბო, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.