ინგრედიენტები:
ფქვილი 350 გ
შაქარი 1 ჩ.კ
მარილი 1/2 ჩ.კ
ზეითუნის ზეთი 3 ს.კ.
საფუარი 2 ჩ.კ
წყალი 225 მლ
გახეხილი ყველი 1 ჭიქა
ნებისმიერი გულსართი, გემოვნებით
პომიდორის სოუსი
მომზადება:
გახსენით საფუარი ოთახის ტემპერატურის წყალში და დადგით 15 წუთი.
ფქვილი, შაქარი და მარილი ჩაყარეთ დიდ თასში, გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით საფუვრიანი წყალი და ზეთი.
კარგად აურიეთ, გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად მოზილეთ, სანამ ელასტიური არ გახდება.
ჩადეთ ისევ თასში, გადავაფაროთ თავზე და აცალეთ აფუება, დაახლოებით 1 საათი.
ცომი ორ ნაწილად გაყავით, 2 საშუალო ზომის პიცისთვის. გააბრტყელეთ, წაუსვით პომიდორის სოუსი (კეტჩუპი ან ტომატ პასტა) დაალაგეთ სასურველი გულსართი, მოაყარეთ ყველი და გამოაცხეთ 250 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთი.