Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=394 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/394 0 ტორტი „ჭიანჭველების ბუდე“ 2016-05-11 00:00:00 2016-05-11 00:00:00

ინგრედიენტები:

1 ც. მარგარინი ან კარაქი

1 ჭიქა შაქარი

1 კვერცხი

1 ჭიქა არაჟანი

4 ჭიქა ფქვილი

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

კარაქი ან კარაქის მაგივრად 250 გ არაჟანი

გახეხილი შოკოლადი


მომზადება:

მოზილეთ ისეთივე ცომი, როგორც პელმენებისთვის.

მოათავსეთ მაცივარში და შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

მიღებული ნაწილაკები უნდა გამოაცხოთ ღუმელში.

როცა გაცივდება, დატეხეთ ტაფაზე, დაასხით კრემი და გააკეთეთ ბორცვი.

კრემისთვის აურიეთ ერთმანეთში მოხარშული რძე და კარაქი, ან კარაქის მაგივრად 200 გ არაჟანი.

დააყარეთ გახეხილი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით!