Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=392 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/392 0 ორგანიზმის გამწმენდი ყავისფერი ბრინჯის ფაფა 2016-05-09 00:00:00 2016-05-09 00:00:00

ბრინჯით ორგანიზმის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს. შეგიძლიათ ნებისმიერი ამოირჩიოთ, იმის მიხედვით, რა მიზანს ისახავთ. სამკურნალოდ უმჯობესია გაუსუფთავებელი (ყავისფერი) ბრინჯი გამოიყენოთ.

ნაწლავებისა და სისხლის გასაწმენდად მთელი თვის განმავლობაში კვირაში ერთი დღე მხოლოდ ბრინჯი მიირთვით. კარგად გარეცხილ 2 ჩ.ჭ. ბრინჯს დაასხით 4 ჩ.ჭ. წყალი. წამოადუღეთ და ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

მარილს ნუ დაუმატებთ, არც ცივი წყალი გადაავლოთ. ასე მომზადებული ბრინჯი ნებისმიერი რაოდენობით მიირთვით. განტვირთვის დღეს ბრინჯისა და წყლის მეტს ნურაფერს მიირთმევთ.

ნაწლავების გასასუფთავებლად და სახსრებისათვის ყოველდღიურად, ძილის წინ, ბოლო ულუფა საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ, 5 მარცვალი უმი ბრინჯი მიირთვით, რომელიც კარგად უნდა დაღეჭოთ.

პროცედურა მთელი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ. შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.