საჭირო მასალა:
რძე - 3 ლიტრი
9 %-იანი ძმარი - 3 სადილოს კოვზი
მარილი - 1 სუფრის კოვზი
მომზადება:
აადუღეთ რძე და დაუმატეთ რძე და მარილი. დატოვეთ ცეცხლზე ორი წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით. აცადეთ აიჭრას და შემდეგ გადაწურეთ წყალი.
ხაჭოსებრი მასა გადაიტანეთ თუშფალანგზე და დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში.
კარგად რომ დაიწრიტება მოათავსეთ სამფენა დოლბანდში, მიეცით ფორმა და ორი საათით ჩამოკიდეთ, რომ წვენი ბოლომდე გაუშვას. უგემრიელესი ყველი მზად არის.