ინგრედიენტები:
350 გ არაყი
200 გ კონცენტრირებული რძე
100 გ შაქარი
1 კვერცხის გული
1 ს.კ. მაგარი ყავა
მწიკვი ვანილი
მომზადება:
თავიდან ყველა ინგრედიენტი საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ დაუმატეთ არაყი. ისევ კარგად აურიეთ.
დააყენეთ ლიქიორი ოთახის ტემპერატურაზე არა ნაკლებ 3 საათი. შეინახეთ მაცივარში.