Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=381 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/381 0 ბეზე - დღის საუკეთესო დესერტი, რომელიც ოჯახის წევრებს უნდა მოუმზადოთ 2016-05-05 00:00:00 2016-05-05 00:00:00
ინგრედიენტები:

4 გაციებული კვერცხის ცილა

1 ჭიქა შაქარი

ვანილი


მომზადება:

მშრალ ჭურჭელში ათქვიფეთ ცილები და თანდათან დაამატეთ შაქარი. შემდეგ დაამატეთ ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.

ნარევი უნდა იყოს სქელი და ბლანტი. ტაფას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

კოვზით აიღეთ მასა და დაალაგეთ პერგამენტზე პატარა ბლინების მსგავსად. გამოაცხეთ ღუმელში 120 გრადუსის ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

ნამცხვარი უნდა გამოშრეს. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, გააციეთ.