Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=379 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/379 0 ვაშლის შტრუდელის გემრიელი რეცეპტი 2016-05-04 00:00:00 2016-05-04 00:00:00

საჭირო მასალა:

3 ცალი გათლილი, გულამოცლილი, თხლად დაჭრილი ვაშლი

¼ ჭიქა (60 გ) კარაქი

¼ ჭიქა (45 გ) ოქროსფერი ქიშმიში

1/3 ჭიქა (50 გ) ნუში

ფენოვანი ცომის 6 ფირფიტა


მომზადება:

გააცხელეთ ქურა 220º გრადუსამდე. საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ ვაშლები, 2 ს/კ კარაქი და ქვაბი 3 წუთით შემოდგით საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ოქროსფერი ქიშმიში და ნუში.

კიდევ 3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ წვენი. დაადნეთ დარჩენილი 2 ს/კ კარაქი პატარა ქვაბში, გადაუსვით დამდნარი კარაქი მოზრდილ საცხობს, მოათავსეთ ფირფიტები.

თითოეულ ფირფიტას სპეციალური ფუნჯით ზემოდან გადაუსვით დამდნარი კარაქი. ბოლო ფირფიტაზე მოათავსეთ ვაშლი და ცომი გადაახვიეთ. ზემოდან და გვერდებზე ისევ გადაუსვით დამდნარი კარაქი.

20-25 წუთის განმავლობაში დატოვეთ ქურაში, ოქროსფერის მიღებამდე. დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით თბილი.