Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=377 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/377 0 როგორ მოვამზადოთ მარწყვის უგემრიელესი ჟელე 2016-05-04 00:00:00 2016-05-04 00:00:00

ინგრედიენტები:

1 ¾ ჭიქა (430 მლ) ვარდისფერი ღვინო

¼ ჭიქა (50 გ) შაქარი

2 ს/კ ცივ წყალში ჩამბალი 2 ჩ/კ ჟელატინი

1 ს/კ ლაიმის ახალგამოწურული წვენი

2 ¾ ჭიქა (680 გ) დარჩეული და შუაზე გაჭრილი მარწყვი


მომზადება:

საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ ვარდისფერი ღვინის ნახევარი და შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და დაელოდეთ შაქრის კარგად გადნობას. შემდეგ ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან. ჩაამატეთ ჟელატინი და ურიეთ, სანამ მთლიანად არ დადნება.

დაამატეთ დარჩენილი ღვინო და ლაიმის წვენი, დააცადეთ კარგად გაგრილება. 250 მლ-იან დესერტის ოთხ ცალ ფორმაში ჩააწყვეთ მარწყვი (თითოში დაახლოებით, 1 ჭიქა). 2/3 ჭიქა (150 მლ) ჟელატინი შეინახეთ, დანარჩენი ჩაასხით ფორმებში.

დაახურეთ სახურავი და 1 საათით დააყოვნეთ. შემდეგ გაათბეთ დარჩენილი ჟელატინი და დაასხით ჟელეს. ისევ დაახურეთ სახურავი და დადგით მთელ ღამეს.

სუფრაზე გატანის წინ ფორმები თბილ წყალში ჩადეთ, გადაიტანეთ ჟელე თეფშებზე და მაშინვე მიირთვით.