საჭირო მასალა ერთი პორციისთვის:
ახალი მარწყვი - ერთი ჭიქა
შაქრის პუდრა - 50 გრამი
2 ცალი - კვერცხის ცილა
2 სუფრის კოვზი - ამარეტო
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მარწყვი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით. ფორმაზე დაალაგეთ და ამარეტო მოასხით (ან ნებისმიერი სხვა თქვენთვის საყვარელი არომატული სპირტიანი სასმელი).
შაქრის პუდრა ცილას მოაყარეთ და კარგად ათქვიფეთ. მომზადებული კრემი მარწყვს გადაუსვით და ფორმა ღუმელში შედგით.
გამოაცხვეთ, სანამ ცილისა და შაქრის „ქუდი“ ოქროსფერს მიიღებს, ანუ დაახლოებით 7 წუთით. გამოიღეთ და გააცივეთ.
შეიძლება სუფრასთან მიიტანოთ ნაყინთან ერთად.