ინგრედიენტები:
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
0,5 ჩ.კ. მარილი
1 ჭიქა კეფირი
1 ჩ.კ. სოდა
შიგთავსი:
300 გ ფარში
2-3 ც. დაჭრილი ხახვი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
კეფირს დაუმატეთ სოდა, აურიეთ და დატოვეთ 5 წუთით. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ისევ კარგად აურიეთ.
ტაფას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი და გადაიღეთ ცომის ნახევარი. ზემოდან დააყარეთ მომზადებული შიგთავსი და დაასხით ცომის მეორე ნახევარი.
შემდეგ შედგით 170˚С გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხეთ 40 წუთის განმავლობაში. ასეთ ღვეზელს შეიძლება ნებისმიერი შიგთავსი გაუკეთოთ.