ინგრედიენტები:
ისპანახი - 1 კგ
ნიგოზი - 300 გრ
ქინძი - 1 კონა
ხმელი სუნელი - 2-3 ჩ.კ.
ძმარი - 1-2 ს.კ.
მომზადება:
ისპანახი კარგად გარეცხეთ, დამდუღრეთ ან მოხარშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გაწურეთ.
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიღეთ ჯამში და 1-2 საათით შედგით მაცივარში.
სუფრასთან მიიტანეთ თხელ ხრაშუნა ორცხობილებთან ერთად. ძალიან გემრიელია!