Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=361 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/361 0 კლასიკური კაპქეიქები შაქრის პუდრით 2016-04-26 00:00:00 2016-04-26 00:00:00
ინგრედიენტები:

კარაქი - 200 გ

შაქარი - 1 ჭიქა

კვერცხი - 2-3 ცალი (ზომას გააჩნია)

ფქვილი - 200 გ

სოდა - 1 ჩ.კ.

ვანილინი - მწიკვი

მინანქარისთვის:

შაქრის პუდრა - 100 გ


მომზადება:


კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ შაქარი და კარგად ათქვიფეთ თეთრი ფაფუკი ქაფის მიღებამდე.

დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ. ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში გაცრილი ფქვილი, ვანილინი და სოდა.

აურიეთ ერთმანეთში (მხოლოდ რძე დატოვეთ ბოლოსთვის) და სწრაფად მოზილეთ. ცომი გამოდის ცოტათი კოშტებიანი.

მზა ცომს დაასხით რძე და მოზილეთ. გაანაწილეთ ცომი ფორმებში (ფორმების მოცულობის 2/3-ით) და შედგით 200˚ჩ გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთით.

კექსები გააციეთ რკინის ბადეზე. მინანქარისთვის შაქრის პუდრს დაამატეთ 2 ჩ.კ. წყალი, აურიეთ და საჭიროებისამებრ ისევ დაამატეთ წყალი. მინანქარის კონსისტენცია უნდა იყოს საკმაოდ სქელი. მინანქარს როგორც კი მოამზადებთ, მაშინვე გადაასხით კექსებს.