ინგრედიენტები:
ქათმის ფილე 2 ც.
პატარა ზომის ხახვი 1 ც.
ნიორი 2 კბილი
ტომატის სოუსი 200 მლ
მარილი, წიწაკა გემოვნებით
ზეითუნის ზეთი 2 ს.კ.
სანელებლები გემოვნებით
მწვანე რეჰანი რამდენიმე ღერო
სპაგეტი გემოვნებით
მომზადება:
გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაში. ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ სანელებლები და შეწვით ისე, რომ მიიღოს ოქროსფერი.
ამოიღეთ ქათამი ტაფიდან და გვერდზე გადადეთ. დაუმატეთ ტაფაში დაჭრილი ხახვი და ნიორი და მოშუშეთ, სანამ ხახვი არ დარბილდება.
დაუმატეთ ტომატის სოუსი, სანელებლები გემოვნებით და ქათმის ნაჭრები. დააფარეთ სახურავი მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
აურიეთ წინასწარ გამზადებულ მოხარშულ სპაგეტში და მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე რეჰანი.