Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=351 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/351 0 მოშუშული თევზი ბოსტნეულით და ზეთის ხილით 2016-04-21 00:00:00 2016-04-21 00:00:00
ინგრედიენტები:

თევზის ფილე 750 გ.

ყაბაყი - 1 ც.

ტკბილი წიწაკა 1 ც.

ხახვი 1 ც.

ზეთის ხილი უკურკო 10 ც.

ტომატები საკუთარ წვენში 500 გ

ძირა 1 ჩ.კ.

ქინძის თესლი 1 ჩ.კ.

ცერეცო 1 ჩ.კ.

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მცენარეული ზეთი 2 ს.კ.

ოხრახუში დაჭრილი 2 ს.კ.


მომზადება:

თევზი, ყაბაყი, ხახვი და ტკბილი წიწაკა დაჭერით პატარა ნაჭრებად.

სანელებლები მოხალეთ მშრალ ტაფაზე არომატის გაჩენამდე და შემდეგ დანაყეთ. ბოსტნეული მოშუშეთ მცენარეულ ზეთში 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ სანელებლები, ზეთის ხილი და თევზი.

შემდეგ დაუმატეთ ტომატი და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე მზადყოფნამდე, დაახლოებით 20-30 წუთი. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.