საჭირო მასალა:
5 ნაჭერი (150 გ) თხლად დაჭრილი ესპანური ძეხვი ჩორიზო
2 ცალი კანგაცლილი და თესლებგამოცლილი წითელი ბულგარული წიწაკა
2 ჭიქა (400 გ) მრგვალი ბრინჯი
4 ჭიქა (1 ლიტრი) ქათმის ბულიონი
2 ლიმონის ცედრა და წვენი+ლიმონის ნაჭრები მოსართავად
მომზადება:
გააცხელეთ ქურა 200გრადუსამდე. მოზრდილ ტაფაზე დაბრაწეთ ძეხვი ჩორიზო საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ წითელი ბულგარული წიწაკა და ბრინჯი.
დატოვეთ ცეცხლზე 3 წუთს, თან ურიეთ. დაასხით ქათმის ბულიონი, ლიმონის წვენი და წამოადუღეთ. გააგრძელეთ ხარშვა საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთს.
ბრინჯს წვენი უნდა დაუშრეს, მაგრამ ცოტა მაინც დარჩეს. გააჩერეთ ცეცხლზე თავდაუხურავი კიდევ 10 წუთს. დაახურეთ ტაფას ალუმინის ფოლგა ან გასანთლული ქაღალდი და ვიდრე მიირთმევთ, გააჩერეთ კიდევ 10 წუთს.
მზა კერძს ზემოდან დააწყვეთ ლიმონის ნაჭრები.