საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
6 კვერცხი
6ს.კ შაქარი
6 ს.კ. ფქვილი
მწიკვი მარილი
ხაჭოს კრემისთვის:
150 გ კენკრა
100გ კარაქი
350 გ ხაჭო
250 გ შაქრის პუდრა
250 გ 36%-იანი ნაღები
ვანილი
დასანამად:
3-4 ს/კ მარწყვის ან ჟოლოს ლიქიორი
2 ს.კ. წყალი
მოსართავად:
300 გ კენკრა
ცოტა შაქრის პუდრა
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა კარგად ათქვიფეთ ცოტა მარილთან ერთად, ნელ-ნელა ამატეთ შაქარი და გაცრილი ფქვილი, შემდეგ მოათავსეთ 25-28 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულს ფორმაში და შედგით საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.
დაახლოებით 25-30 წუთში ღუმელი ფრთხილად გამოხსენით და გასინჯეთ, არის თუ არა გამომცხვარი. თუ ხის ჩხირს ბისკვიტში ჩაარჭობთ და ცომი არ ამოჰყვება, ესე იგი მზად არის, ღუმელი გამორთეთ და ბისკვიტი მხოლოდ 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ.
კარაქი და საცერზე გატარებული ხაჭო კარგად ათქვიფეთ,დაუმატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და განაგრძეთ თქვეფა, შემდეგ დაუმატეთ მსუბუქად დაჭყლეტილი კენკრა. ცალკე კარგად ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეუერთეთ ხაჭოს მასას.
შაქარის პუდრა და ნაღები კარგად გათქვიფეთ. ბისკვიტი რომ გაცივდება, ჰორიზონტალურად ორად გაჭერით, თითოეული მათგანი დანამეთ წყალში არეული ლიქიორით და წაუსვით ხაჭოს კრემი. დააფარეთ ზემოდან მეორე ფენა და გათქვეფილი ნაღებით მორთეთ. ტორტს შუაგულში მოაყარეთ კენკრა და ცოტა შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.