Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=328 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/328 0 ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი პასკის რეცეპტი 2016-04-15 00:00:00 2016-04-15 00:00:00
ინგრედიენტები:

4 ჭიქა ფქვილზე:

3 კვერცხი

100 გ კარაქი ან მარგარინი

1 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა რძე

50 გ საფუარი

მარილი გემოვნებით


მომზადება:


საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაამატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი ან მარგარინი, შაქარი, მარილი და ფქვილი. ყვლაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში.

ეს ცომი მაშინვე გადაიღეთ კარაქით წასმულ ფორმებში (შეიძლება წინასწარ დაამატოთ ცუკატები) და დადგით 3-4 საათით თბილ ადგილას, რის შემდეგაც შეგიძლიათ გამოაცხოთ პასკა.

პასკა გამოაცხეთ 170-180˚ჩ 40 წუთიდან 1 საათამდე (გააჩნია პასკის ზომას). მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირებით.

გემრიელად მიირთვით!