ინგრედიენტები:
ქათმის ფარში - 1 კგ
კვერცხი - 2 ც.
თეთრი ბატონი (ქერქის გარეშე) – 0,5 ც.
რძე - 120 მლ
მაგარი ყველი - 250 გ (გულისთვის -50 გ და მოსაყრელად -200 გ)
მარილი
პილპილი
მაიონეზი - 2 ს.კ. (ფარშისთვის და ცოტა მოსასხმელად)
კარაქი ნაღების - 50 გ.
პომიდორი - 2 ც.
მცენარეული ზეთი
მომზადება:
გაატარეთ ფარში. ბატონი ჩაალბეთ რძეში და ისიც გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეურიეთ
ფარშს, დაამატეთ კვერცხი, მაიონეზი, მარილი, პილპილი. კარგად აურიეთ.
გულისთვის ყველი და კარაქი დაჭერით ნაჭრებად.
სველი ხელებით ფარშისგან გააკეთეთ ბურთულები და შემდეგ გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ
ყველი, ყველზე კი კარაქი. ნაპირები შეაერთეთ.
კატლეტები შეწვით მცენარეულ ზეთში სანამ არ გაოქროსფერდება.
კატლეტები ჩაალაგეთ ფორმაში. ზეთი, რომელშიც ის იწვებოდა, გადაასხით კატლეტებიან
ფორმაში, დაამატეთ ცოტა წყალი.
პომიდორი დაჭერით თხლად და დაალაგეთ კატლეტებს ზევიდან.
ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დააყარეთ პომიდორს, ზემოდან მოასხით მაიონეზი
შებრაწეთ კატლეტები 200 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში.