Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=322 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/322 0 ღორის ხორცი ჩინურად 2016-04-02 00:00:00 2016-04-02 00:00:00
საჭირო მასალა:

ღორის ხორცი - 400 გრამი

ხახვი - 2 ცალი

ნიორი - 2 კბილი

სოიის სოუსი (მისი შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტში შეგიძლიათ) - 2 სადილის კოვზი

ძმარი - 1 სუფრის კოვზი

დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით

სახამებელი - 1 ჩაის კოვზი

მარილი - გემოვნებით


მომზადება:

ხახვი დაჭერით ოთხ ნაწილად. სოიის სოუსს დაუმატეთ წიწაკა, მარილი, სახამებელი, წვრილად დაჭრილი ნიორი და დააყარეთ მარილი.

მაღალ ცეცხლზე გაცხელებულ ღრმა ტაფაში ხორცი მოშუშეთ თავისივე ცხიმში ხახვთან ერთად. როდესაც ხორცის ნაჭრები გამუქდება, დაასხით მანამდე მომზადებული სოიის სოუსი და გააგრძელეთ მოშუშვა.

მზადების პროცესში კერძს, რამდენჯერმე ამოურიეთ. ამ მარტივად მოსამზადებელ კერძს გარნირად ბრინჯის ფლავი მოუხდება.