საჭირო მასალა:
უშაქრო ბლინი - 30 ც.
მოხარშული ქათმის ხორცი - 400 გრ.
მოხარშული კვერცხი - 2 ც.
სოკო - 150 გრ.
ხახვი - 2 საშუალო ზომის
ზეთი - 1 ს.კ.
მოხარშული ბრინჯი - 200 გრ.
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ 1 ს.კ. ზეთში სოკოსთან ერთად. მოშუშულ მასას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი და მოხარშული ბრინჯი. გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და თან ურიეთ.
ბოლოს შეანელეთ მარილით, პილპილით და ფრთხილად გადაახვიეთ ბლინები. შესაწვავად გამოიყენეთ ზეთი.