Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=316 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/316 0 20 საიდუმლო, რომელიც ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობაში დაგეხმარებათ 2016-04-01 00:00:00 2016-04-01 00:00:00
საიდუმლო 1. როგორც იცით პასკას აღდგომამდე აცხობენ. სანამ მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროს მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ ყვიროდეთ და არ ჩხუბობდეთ.

საიდუმლო 2. საფუვრიანი ცომი მეტეოდამოკიდებულია: მას უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.

საიდუმლო 3. გამოიღეთ ყველა პროდუქტი წინასწარ მაცივრიდან: ცომის მოზელვისას ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

საიდუმლო 4. სწორად შერჩეული საფუარი – კარგი პასკის გამოსვლის საწინდარია. შეარჩიეთ ცოცხალი – ნოტიონ, პლასტელინის მსგავსი საფუარი და არა მშრალი. ასე პასკა ბევრად კარგად ამოვა.

საიდუმლო 5. სანამ ცომს მოზილავდეთ, აუცილებლად გაცერით ფქვილი: ეს კიდევ ერთი გარანტია კარგი პასკის გამოსვლის.

საიდუმლო 6. იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაისტილო.

საიდუმლო 7. პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოზილოთ. ამასთან დიდხანს – იქამდე, სანამ ცომი თავისფულად მოცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი.

გულსართის დამატება და ცხობა

საიდუმლო 8. იმისათვის, რომ ლამაზი, ოქროსფრად დაბრაწული პასკა მიიღოთ, გამოიყენეთ ახალი სოფლის კვერცხი და დაუმატეთ ცომში ცოტაოდენი კურკუმა. იგივე ეფექტის მისაღებად გამოდგება ზაფრანას ნაყენი: 1 ჩ/კ დაფქულ ზაფრანას დაასხით 50 მლ არაყი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდნეიმე საათი.

საიდუმლო 9. არომატისთვის ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ვანილი, მუსკატის კაკალი, კარდამონის დანაყილი თესლი ან 2-3 ს/კ ოქროსფერი რომი.

საიდუმლო 10. ქიშმიშის გარდა ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კურაგა. ციტრუსის ცედრა, ნებირმიერი ცუკატები ან დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.

საიდუმლო 11. პასკის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ფსკერზე ჩააფინეთ ქაღალდის წრე, ფორმის დიამეტრზე ოდნავ პატარა: ასე პასკას მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.

საიდუმლო 12. გაავსეთ გამოსაცხობი ფორმა ცომით 1/3 –დით და გააჩერეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. ცომის ბოლომდე ამოსვლას ნუ დაელოდებით: ცხობისას ის კიდევ გაიზრდება მოცულობაში.

საიდუმლო 13. გამოუცხობი პასკის შუაში ჩაარჭვეთ ხის ჩხირი. ეს საშუალებას მისცემს ცომს თანაბრად ამოვიდეს, ხოლო თქვენ მიგახვედრებთ – გამოცხვა თუ არა უკვე პასკა. თუ კექსი მზად არის, ცომიდან ამოღებული ჩხირი მშრალი უნდა იყოს და სუფთა.

საიდუმლო 14. ღუმელის ქვედა თაროზე ცხობისას დადგით წყლიანი ჯამი, ასე პასკა უფრო ნაზი გამოვა. ცხობისას ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ: შესაძლოა ცომი ჩავარდეს და აღარ ამოვიდეს.

საიდუმლო 15: თუკი ხის ჩხირი ჯერ კიდევ ნამიანი, ხოლო პასკის ზედაპირი უკვე დაბრაწული – დააფარეთ მას კარაქწასმული ფოლგა.

პასკის გაფორმება

საიდუმლო 16. იმისათვის, რომ მინანქარი არ დასკდეს, წაუსვით ის კარგად გაცივებულ პასკას.

საიდუმლო 17. ოდნავ მომჟაო გემოსთვის კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მომზადებულ კლასიკურ მინანქარში ჩაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

საიდუმლო 18. “თეთრქუდიან” პასკებს შეგიძლიათ მოაყაროთ ქიშმიში და მოასხათ გამდნარი შოკოლადი. თუ გსურთ, რომ ფერადი პასკები მიიღოთ, შეგიძლიათ თეთრ მინანქარში ჩაუმატოთ ცოტაოდენი ჭარხლის, სტაფილოს ან ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი.

საიდუმლო 19. ფერადი, მზა კულინარიული მოსაყრელის მაგივრად აჯობებს გამოიყენოთ ცუკატები, მარციპანის ფიგურები და ცოცხალი ყვავილებიც კი.

საიდუმლო 20. მზა პასკები კარგად გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და ფრთხილად შეახვიეთ საცხობ ქაღალდში – ასე მათ დიდხანს შეინახავთ რბილად.