Gurmania.ge Gurmania.ge 2024-10-12 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=307 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/307 0 უგემრიელესი ლობიო მიდიებით - მკითხველის გამოცდილება 2016-03-21 00:00:00 2016-03-21 00:00:00 ეს რეცეპტი საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა, ნინო შენგელუამ მოგვაწოდა და როგორც გვითხრა, სადილი რეალურადაც ისეთივე გემრიელი იყო როგორც ფოტოზე გამოიყურება.


გთავაზობთ საკუთარ გამოცდილებას:


მოხარშულ ლობიოს დაუმატეთ კარაქი, წიწაკა და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წამოადუღეთ და შემდეგ დაუმატეთ მიდიები, დაახლოები 10-15 ცალი. ჩაახეხეთ ყველი გემოვნებით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. გააჩერეთ ქურაზე დაახლოებით 5-7 წუთამდე.

შემდეგ მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი.

ყველის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ 50 მლ რძე ან ნაღები.

გემრიელად მიირთვით.