ინგრედიენტები:
წყალი – 2 ლ.
ქამა სოკო – 500 გ.
მჟავე კიტრი – 2-4 ცალი.
ზეთისხილი – 200 გ.
ხახვი - 1 ცალი.
სტაფილო – 1-2 ცალი.
ტომატპასტა – 2 ს/კ.
ფქვილი – 1 ს/კ.
ზეთი – 6 ს/კ.
მარილი – 1 ჩ/კ.
პილპილი - მწიკვი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი.
ქორფა მწვანილი - 1 კონა.
მომზადება:
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ტაფაზე დაასხით 3 ს/კ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და კვლავ გააგრძელეთ ხრაკვა, 2-3 წუთი.
სოკო დაჭერით, დაასხით ტაფაზე 3 ს/კ ზეთი და მოხრაკეთ სოკო საშუალო ცეცხლზე 5-6 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
დაუმატეთ ტომატპასტა და ფქვილი ხახვისა და სტაფილოს მასას, ურიეთ და ხრაკეთ 2 წუთის განმავლობაში. თუ სქელი მოგეჩვენათ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
დაჭერით მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად. დაუმატეთ ბოსტნეულს და ხრაკეთ კიდევ 5 წუთი.
შემდეგ გადაიტანეთ სოკო ბოსტნეულთან და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.
დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი, დაასხით ადუღებული წყალი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლიი და ხარშიეთ 10 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.