ინგრედიენტები:
შაქარი 440 გ;
არაჟანი 400 გ;
კვერცხი 4 ცალი;
კარაქი 300 გ;
გამაფხვიერებელი 30 გ;
1 ლიმონის ცედრა (ან მწიკვი დარიჩინი);
250 გ ფქვილი.
მომზადება:
1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები თანდათანობით.
2. კარგად აურიეთ და ჩაასხით კარაქწასმულ ფორმაში.
3. აცხვეთ 150-180 გრადუსზე 1 საათ. პირველი 20 წუთი არ გამოაღოთ ღუმელი.
4. გაცივებული ბისკვიტი გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემი და მორთეთ სურვილისამებრ.