Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-15 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=289 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/289 0 ხილის უგემრიელესი ნაყინი, რომელიც ყველა სეზონზე გემრიელია 2016-03-10 00:00:00 2016-03-10 00:00:00
მართალია, აქ ჩამოთვლილი ხილიდან ყველა არ შეიძლება გქონდეთ გაყინულ მდგომარეობაში, მაგრამ შეგიძლიათ სხვა ხილით (მაგალითად, ფორთოხლით, კივით, მანგოთი...) ან კომპოტის ნაყოფით ჩაანაცვლოთ.


საჭირო მასალა:


150 გრ გაყინული მარწყვი

150 გრ გაყინული მაყვალი

3 ცალი გაყინული ატამი

2 ბანანი

3 ნატეხი შაქარი


მომზადება:


დააბლენდერეთ ყველა ხილი ცალ-ცალკე და შემდეგ შეურიეთ ერთმანეთში.

მიღებული მასა კიდევ ერთხელ, ამჯერად ხელით ათქვიფეთ და ჩაასხით სპეციალურ ფორმებში.

გაყინეთ და უგემრიელესი დესერტი რამდენიმე საათში მზად არის.